საიდენტიფიკაციო ნომერი: 33001009236
პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ატვირთონ PDF ფაილები, რის საფუძველზეც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იქმნება სასწავლო ფლეშქარდები.
შედეგები ავტომატურად გენერირდება და შესაძლოა შეიცავდეს უზუსტობებს.
პლატფორმის გამოყენებისთვის საჭიროა ანგარიშის შექმნა.
თქვენ ვალდებული ხართ მიუთითოთ სწორი და მოქმედი ელ.ფოსტის მისამართი და შეინარჩუნოთ თქვენი ანგარიშის მონაცემების კონფიდენციალურობა.
თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენს ანგარიშზე განხორციელებულ ყველა მოქმედებაზე.
პლატფორმა ხელმისაწვდომია ფასიანი გამოწერის საფუძველზე, ან 7.99 ყოველთვე ან 49.99 ყოველწლიურად (რეკურენტული გადახდების გააქტიურებისთანავე მოგივათ მეილი).
გადახდა ხორციელდება წინასწარ და უკვე გადახდილი თანხა, როგორც წესი, არ ექვემდებარება დაბრუნებას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ოპერატორი იტოვებს უფლებას შეცვალოს ფასები.
პლატფორმაზე გადახდა ხორციელდება რეკურენტულად — ყოველ 30 დღეში ან ყოველ 365 დღეში ერთხელ, თქვენი არჩეული პაკეტის შესაბამისად.
პაკეტის შეძენა
პაკეტის შეძენა შესაძლებელია სისტემაში შესვლისთანავე. თუ უკვე გაქვთ აქტიური გამოწერა, პაკეტის მართვა ხელმისაწვდომია მომხმარებლის პარამეტრებიდან (ნავიგაცია → მომხმარებელი → პარამეტრები).
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება ასევე ხდება პარამეტრებიდან. გაუქმების შემთხვევაში, სერვისით სარგებლობა გაგრძელდება ბოლო გადახდიდან 30 ან 365 დღის განმავლობაში (დამოკიდებულია თქვენს პაკეტზე), რის შემდეგაც წვდომა შეიზღუდება.
შეტყობინებები
PDF ფაილების ატვირთვით თქვენ ადასტურებთ, რომ გაქვთ მათი გამოყენების უფლება.
თქვენ ინარჩუნებთ სრულ საავტორო უფლებას თქვენს ატვირთულ მასალებზე. პლატფორმა იყენებს PDF ფაილებს მხოლოდ სერვისის მიწოდების მიზნით.
აკრძალულია პლატფორმის არაკანონიერი ან არასათანადო გამოყენება.
აკრძალულია სხვისი ინტელექტუალური საკუთრების დარღვევა და სისტემის მუშაობის შეფერხების მცდელობა.
ოპერატორს აქვს უფლება შეზღუდოს ან გააუქმოს ანგარიში წესების დარღვევის შემთხვევაში.
პლატფორმა არ იძლევა გარანტიას გენერირებული ფლეშქარდების სიზუსტეზე, სრულყოფილებაზე ან კონკრეტული მიზნისთვის ვარგისიანობაზე.
ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას პლატფორმის გამოყენების შედეგად.
ოპერატორი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს გამოყენების პირობები.
განახლებული ვერსია გამოქვეყნდება პლატფორმაზე და ცვლილებები ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, თუ სხვა რამ არ არის მითითებული.
წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.